ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერის სამიზნემ აიაქსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: მანჩესტერის სამიზნემ აიაქსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 18 აგვ 2022, 23:50

ცენტრალური მცველი იურიენ ტიმბერი „აიაქსში“ გააგრძელებს ასპარეზობას.

ამსტერდამულმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა. 

ძველი ხელშეკრულება ნიდერლანდელ ფეხბურთელს 2024 წლამდე აკავშირებდა.

ამ ზაფხულს ტიმბერით „მან იუნაიტედი“ ინტერესდებოდა, რომელშიც „აიაქსის“ ექს-დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ტიმბერი გააფრთხილა, თუ სათამაშო პრაქტიკა არ გქონდა, მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაგიყვანო, ფეხბურთელმა „აიაქსში“ დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

საბოლოოდ, „მან იუნაიტედმა“ ტიმბერის თანაგუნდელი, ლისანდრო მარტინესი წაიყვანა, ჰოლანდიელმა კი მშობლიურ გუნდში დარჩენა არჩია, რომლის მაისურითაც 2020 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში ერედივიზიის 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა.