ავტორიზაცია

"სკოლის მასწავლებლის მეთოდები", - კრიშტიანუ რონალდუს უკმაყოფილების მიზეზები გასაჯაროვდა

"სკოლის მასწავლებლის მეთოდები", - კრიშტიანუ რონალდუს უკმაყოფილების მიზეზები გასაჯაროვდა
თარიღი 19 აგვ 2022, 00:57

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედით“ კვლავაც იმედგაცრუებულია.

როგორც CBS Sports წერს, პორტუგალიელი უკმაყოფილოა იმ ამბიციებით, რომელიც გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე გამოიჩინა. გარდა ამისა, მან კვლავაც ვერ გაიგო ერიკ ტენ ჰაგის მართვის სტილი და ტაქტიკა, რომლის დანერგვაც ახალ მწვრთნელს სურს.

კერძოდ, რონალდუ, „მანჩესტერის“ სხვა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, მიიჩნევს, რომ ტენ ჰაგს არ უნდა გაეკრიტიკებინა საჯაროდ ის მოთამაშეები, ვინც „რაიოსთან“ ამხანაგური მატჩის დროს სტადიონი ნაადრევად დატოვა. კრიშტიანუს აზრით, წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მეორე ტაიმში მონაწილეობას არ იღებდნენ, წასვლა შეეძლოთ.

ასევე, რონალდუ ფიქრობს, რომ „იუნაიტედის“ ზოგ ფეხბურთელს, სეზონის ცუდი დასაწყისის გამო, სკოლის მასწავლებლის სტილში სჯიან. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მწვრთნელის სტილს „ცელქი ბავშვების წინააღმდეგ ქცევა“ შეარქვა.

37 წლის ასაკში რონალდუს ვარჯიშებზე სასჯელის სახით სირბილს აიძულებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომა საჭირო არ არის და გუნდის მორალურ განწყობას აზიანებს.

მიუხედავად უკმაყოფილებისა, რონალდუ დიდ პროფესიონალად რჩება და მკაცრად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის განცალკევებით იკვებება და გასახდელში ატმოსფეროს აფუჭებს,.

ის ხვდება, რომ დიდი ალბათობაა იმისა, რომ მან გუნდი ვერ დატოვოს. მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე მან იცის, რომ თუ ფეხბურთზე კონცენტრირდება, პიკზე გასვლას სწორედ იანვრისთვის შეძლებს.

ამის გამო, კრიშტიანუ არ აპირებს „მანჩესტერთან“ კონტრაქტის გაწყვეტას, ანალოგიური მიზნები არ აქვს კლუბსაც. 

ასე რომ, თუ რომელიმე კლუბი ბოლო მომენტში „იუნაიტედს“ შეთავაზებით არ მიმართავს, რონალდუ გუნდში დარჩება. თუმცა, ის მზადაა, პოტენციურ მსურველს ყველანაირად შეუწყოს ხელი იმაში, რომ ტრანსფერი მაინც შედგეს.