ფაბიო კანავარო: "კვარაცხელია ყველასთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ "ნაპოლის" შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ნაპოლის საკმაოდ კარგი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს, მათ კარგი და პერსპექტიული მოთამაშეები დაიმატეს.
კვარაცხელია ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ის ყველასთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება", - განაცხადა კანავარომ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა სერია ა-ს სადებიუტო მატჩში თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.