ავტორიზაცია

ლა ლიგამ ბარსელონას დამატებითი ბერკეტების გააქტიურება აუკრძალა - როგორ უნდა დაარეგისტრიროს კლუბმა ჟულ კუნდე?

ლა ლიგამ ბარსელონას დამატებითი ბერკეტების გააქტიურება აუკრძალა - როგორ უნდა დაარეგისტრიროს კლუბმა ჟულ კუნდე?
თარიღი 19 Aug 2022, 20:22

კლუბის ფინანსური მხარდაჭერისთვის „ბარსელონა“ ეკონომიკური ბერკეტების ცვლას ვეღარ მოახერხებს.

ლა ლიგამ კატალონიელებს შეატყობინა, რომ კლუბს ბერკეტების გამოყენება აეკრძალა, რაც „ბარსამ“ ამ ზაფხულს უკვე ოთხჯერ გააკეთა.

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ფინანსური მანევრის გამოყენებას აღარ დაუშვებს და კატალონიელებს ან ფეხბურთელების გაყიდვის, ან ხელფასების შემცირებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე „ბარსელონა“ ვერ ახერხებს თავისი ერთ-ერთი ახალწვეულის, ჟულ კუნდეს დარეგისტრირებას. 

გარდა ამისა, გუნდი „ჩელსის“ მცველით, მარკოს ალონსოთი ინტერესდება, რომლის შეძენის შემთხვევაშიც, დარეგისტრირება, ამჟამინდელ ვითარებაში, შეუძლებელი იქნება.

ამ ზაფხულს „ბარსელონამ" ოთხი სხვადასხვა ფინანსური ბერკეტი გამოიყენა, მათ შორის სხვადასხვა ბიზნეს-პროექტების წილის გაყიდვაც შედის.