ტრანსფერიდან სულ რაღაც ერთი თვის თავზე, ჟულ კუნდემ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს
ტრანსფერიდან თითქმის ერთი თვის თავზე, ჟულ კუნდემ შესაძლოა „ბარსელონა“ დატოვოს.
Cadena SER-ის ინფრომაციით, ფრანგი „ბლაუგრანას“ უფასოდ დატოვების შანსს მიიღებს, თუ 31 აგვისტომდე კლუბი მის ლა ლიგაში დარეგისტრირებას ვერ მოახერხებს, მხარეებს შორის ასეთი პუნქტი კონტრაქტშია გაწერილი.
თუმცა, „ბარსა“ დარწმუნებულია, რომ ყველანაირი ფორმალობის დროულად მოგვარება შესაძლებელია და კუნდე თავის დროზე იქნება დარეგისტრირებული.
ფრანგი მცველი „ბარსელონაში“ „სევილიადან“ 50 მილიონ ევროდ გადავიდა, კიდევ 5-10 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.