კაზემიროს შეძენის შემდეგ, იუნაიტედი 100-მილიონიანი ტრანსფერის დახურვას გეგმავს
კაზემიროს ტრანსფერის დახურვის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „აიაქსის“ შემტევის, ენტონის გადაბირებას ეცდება.
გუშინ, ამსტერდამელებმა „მანჩესტერის“ 80-მილიონიანი შემოთავაზება უარით გაისტუმრეს.
თუმცა, Foot Mercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაცციით, „იუნაიტედი“ არ ნებდება და ფეხბურთელის სანაცვლოდ კიდევ 20 მილიონი ევროს დამატებას აპირებს.
აქამდე იწერებოდა, რომ „აიაქსი“ ენტონის გაყიდვას მხოლოდ 100 მილიონ ევროდ დათანხმდება და „მანჩესტერი“ მზადაა ამსტერდამული გუნდის სურვილი დააკმაყოფილოს.
დიდია ალბათობა, რომ ჰოლანდიის ჩემპიონმა ამ შემოთავაზებაზე თანხმობა განაცხადოს და კაზემიროს შემდეგ, „ემიუმ“ კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელიც დაიმატოს.
ენტონიმ „აიაქსის“ მაისურით 82 მატჩში 24 გოლი და 22 საგოლე გადაცემა მიითვალა.