"შენთან ერთად, აბანოში ვიზიტიც კი აუტანელი ხდება", - კროოსი კაზემიროს ემოციურად დაემშვიდობა
ტონი კროოსი კაზემიროს ემოციურად დაემშვიდობა, რომელიც კარიერას „მან იუნაიტედში“ გააგრძელებს.
„ძვირფასო კაზე, როცა გვერდში იყავი, ოფლის ბოლო წვეთამდე არ მუშაობა უბრალოდ შეუძლებელი იყო - ნებისმიერ სიტუაციაში. შენ თურქულ აბანოშიც კი არ გვასვენებდი.
იქაც კი, ჩვენი შეხვედრები უბრალოდ ტანჯვა იყო. გპატიჟებთ, შენ კი მოდიხარ, იქ კი უკვე მზად გხვდება ველოტრენაჟორები, შტანგები...
შენს ახალ თანაგუნდელებს გასათვალისწინებლად - შენთან ერთად, აბანოც კი სატრენაჟორო დარბაზი ხდება. დაწოლის უფლებას კი მარტო მაშინ იძლევი, როცა პრესის ვარჯიშების დრო მოდის.
მომენატრები, შენ პროფესიონალი და მისაბაძი მაგალითი ხარ, ასევე ტოპ-ფეხბურთელიც. მებრძოლი, რომელმაც უამრავი რაღაცისგან გადამარჩინა. მაგრამ, პირველ რიგში, საუცხოო ადამიანი ხარ.
ჯანდაბა, ჩვენ ისტორიას ვქმნიდით! ლეგენდარული დრო იყო. ახლა ჩვენი სპორტული გზები იყრება, მაგრამ მეგობრობა რჩება, ამის პირობას გაძლევ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, მალე შევხვდებით.“ - წერს „რეალის“ გერმანელი ნახევარმცველი.