დორტმუნდი სიტისგან 2023 წლამდე ჰოლანდის სანაცვლოდ არცერთ ევროს არ მიიღებს
ცნობილი გახდა ერლინგ ჰოლანდის „მან სიტიში“ ტრანსფერის ფინანსური ასპექტები.
როგორც ცნობილია, ნორვეგიელი ფორვარდი „ბორუსიადან“ „სიტიში“ 75 მილიონ ევროდ გადავიდა.
Dagbladet-ის ინფორმაციით, „ქალაქელები“ დორტმუნდელებს ჰოლანდის სანაცვლოდ 2023 წლის ივლისამდე არცერთ ცენტრს არ გადაუხდიან.
შემდეგ კი, ნაწილობრივი გადახდის დრო მოვა - წელიწადში თითო ტრანშით. ფაქტობრივად, „სიტი“ „დორტმუნდის“ ვალს 2026 წლისთვის მოისტუმრებს.
ამ დრომდე, ჰოლანდმა „სიტიში“ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო პრემიერ ლიგაში და ორი გოლიც გაიტანა.