ავტორიზაცია

ბარსელონას ჩელსის ოფიციალურ შეთავაზებაზე პასუხი უკვე მზად აქვს - ფაბრიციო რომანო

ბარსელონას ჩელსის ოფიციალურ შეთავაზებაზე პასუხი უკვე მზად აქვს - ფაბრიციო რომანო
თარიღი 20 Aug 2022, 11:23

დღეს „ბარსელონა“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, მასზე მხარეებს შორის ლონდონის „ჩელსიში“ პოტენციური ტრანსფერი იქნება განხილული.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსიმ“ „ბარსას“ ობამეიანგის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო და მარკოს ალონსო შესთავაზა.

თუმცა, რომანოს ინფორმაციით, კატალონიელებს ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვა არ სურთ და „ჩელსისგან“ პირდაპირ ფულის მიღება ურჩევნიათ.

პირველ რიგში იმიტომ, რომ გუნდს ფული ახალწვეული ჟულ კუნდეს დასარეგისტრირებლად სჭირდება, რომელსაც 31 აგვისტოს გუნდიდან უფასოდ წასვლა შეეძლება, თუ მისი რეგისტრაცია ვერ მოესწრო.

გარდა ამისა, „ბარსელონას“ ალონსოს მიმართაც გაუნელდა ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის დასაწყისში ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდებოდა.