BREAKING: 18 მილიონი ევრო და ფეხბურთელი - ჩელსიმ ბარსელონას ოფიციალურად მიმართა
ლონდონის „ჩელსიმ“ კატალონიის „ბარსელონას“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა.
ავტორიტეტული ჟურნალისტის დევიდ ორშტეინის ექსკლუზიური ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა „ბარსას“ ობამეიანგის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო და მარკოს ალონსო შესთავაზა.
ჯერჯერობით „ბარსელონას“ პასუხი ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ კლუბი ალონსოს ტრანსფერით თავადაც დიდი ხანია ინტერესდება და შესაძლოა, ასეთი ვარიანტი მოეწონოს კიდეც.
თუმცა, თავდაპირველი გეგმით „ბარსელონას“ გაბონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღება სურდა, რაც „ჩელსისთვის“ ზედმეტად გადამეტებული თანხაა 33 წლის ფორვარდისთვის.
ობამეიანგი „კამპ ნოუზე“ თებერვლის დასაწყისში „არსენალთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად გადავიდა და 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა.