ავტორიზაცია

"ისე ითამაშა, მესიჯის მიწერა მინდოდა" - კასანო კვარაცხელიაზე

"ისე ითამაშა, მესიჯის მიწერა მინდოდა" - კასანო კვარაცხელიაზე
თარიღი 20 Aug 2022, 18:06

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშს ეხმაურება.

მოგეხსენებათ, "ვერონასთან" მატჩში მან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

"კვარაცხელიამ ისე ითამაშა, მატჩის შემდეგ მესიჯის მიწერა მინდოდა, თუმცა შემდეგ გავაანალიზე, რომ ეს ჯერ პირველი მატჩი იყო და ყველაფერი წინაა.

თავით გოლის დროს მან დიდებული ინტელქეტი გამოავლინა, ვფიქრობ, მეორე თავდამსხმელად ბრწყინვალე ფეხბურთელია", - განაცხადა კასანომ.

"ნაპოლი" და კვარაცხელია შემდეგ მატჩს ხვალ, "მონცას" წინააღმდეგ გამართავს.