"რეალისთვის უდიდესი დანაკლისია", - ხავიმ კაზემიროს წასვლაზე ისაუბრა
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა „რეალიდან“ კაზემიროს წასვლაზე ისაუბრა.
ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
„ასეთ გადაწყვეტილებებს კლუბი იღებს და მე არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ასეც ხდება, როცა სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ფეხბურთელს ბოლოს ყიდიან.
ეჭვგარეშეა, რომ „რეალისთვის“ ეს უდიდესი დანაკლისია, კაზემირომ კლუბში თითქმის 10 წელი გაატარა და ბევრ რამეს მიაღწია, მასთან ერთად „რეალმა“ უამრავი ტიტული მოიგო.
მათ ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიმატეს და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მეტს მე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ თავადაც საკმარისად მაქვს საზრუნავი.“ - აღნიშნა „ბარსას“ სპეციალისტმა.