"შეძენა გვინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით", - ხავიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერიც ბარსელონამ ვერ გაჩარხა
„ბარსელონას“ მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა მარჯვენა მცველის პოზიციის შესაძლო გაძლიერებაზე ისაუბრა.
„სიმართლე გითხრათ, სეზარ ასპილიკუეტას შეძენა გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, სიტუაცია ასეთია.
თუმცა, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. არაუხომ წინა კვირას ძალიან კარგად ითამაშა ამ პოზიციაზე. საჭიროების შემთხვევაში, რობერტოსაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში.
ასევე არის კუნდეც, თუ ამის დიდი საჭიროება დადგა.“ - აღნიშნა ხავიმ.
რჩება თუ არა დესტი ერთ-ერთ ვარიანტად მარჯვენა მცველის პოზიციისთვის? მან იცის, როგორი სიტუაციაცაა.“ - აღნიშნა ხავიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, დესტი არის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგან, ვისაც ხავიმ უთხრა, რომ მასზე იმედებს არ ამყარებს და სჯობს, გუნდი დატოვოს.
ცნობისთვის, ასპილიკუეტა „ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს მართლაც იყო, თუმცა საბოლოოდ „ჩელსიში" დარჩენა გადაწყვიტა.