ავტორიზაცია

პსჟ-ში პენალტების შემსრულებლის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრა

პსჟ-ში პენალტების შემსრულებლის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრა
თარიღი 22 Aug 2022, 11:58

„პსჟ-ში“ შტატიანი პენალტისტის საკითხი გადაწყდა.

როგორც ცნობილია, კილიან მბაპეს ნეიმართან ამ საკითხის გამო კონფლიქტი ჰქონდა, ბრაზილიელმა უკმაყოფილება იმით, რომ „პსჟ-ს“ პენალტების მთავარი შემსრულებელი მბაპეა, სოციალურ ქსელში გამოთქვა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

როგორც ჟურნალისტი აბდელაჰ ბულმა იტყობინება, პარიზულ გუნდში ეს საკითხი ფრანგი ფეხბურთელის სასარგებლოდ გადაიჭრა.

შესაბამისად, ამ ახალ სეზონში „პსჟ-ს“ პენალტების შემსრულებელი კილიან მბაპე იქნება.

ფეხბურთელებს შორის უკმაყოფილება „მონპელიესთან“ მატჩში დაიწყო, როცა მბაპემ თავისი პენალტი გააცუდა, მეორეს დასარტყმელად კი ნეიმარი მივიდა, რაც კილიანს არ მოეწონა.