ავტორიზაცია

"ასე თუ გააგრძელეს, საფრანგეთი და ევროპა ფრთხილად უნდა იყვნენ", - ტიერი ანრიმ პსჟ-ს ვარსკვლავური ტრიო შეაქო

"ასე თუ გააგრძელეს, საფრანგეთი და ევროპა ფრთხილად უნდა იყვნენ", - ტიერი ანრიმ პსჟ-ს ვარსკვლავური ტრიო შეაქო
თარიღი 22 აგვ 2022, 14:59

ტიერი ანრიმ „ლილი“ – „პსჟ-ს“ გუშინდელ მატჩზე ისაუბრა, რომელიც პარიზულმა გუნდმა 7:1 იმარჯვა.

პარიზელთა რიგებში გოლები მბაპემ (3), ნეიმარმა (2), ლეო მესიმ და აშრაფ ჰაკიმიმ გამოიჩინეს, თუმცა ტიერი ანრიმ პარიზელთა უბურთო მოქმედებები შეაქო.

„პირადად ჩემთვის საინტერესო სანახავი იყო, რას აკეთებდნენ ლეო მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე უბურთოდ.

მაშინაც კი, როცა ანგარიში 5:1, 6:1 ან 7:1 იყო, ისინი დაცვაში ბრუნდებოდნენ და გუნდს ეხმარებოდნენ.

თუ ისინი ასე გააგრძელებენ, მე აუცილებლად ვურჩევ საფრანგეთს და მთელ ევროპას, რომ ფრთხილად იყოს.“ - აღნიშნა ლეგენდარულმა ფორვარდმა.