ავტორიზაცია

ლივერპულის ლეგენდა: "კაზემირო არ არის და არასდროს ყოფილა კარგი ფეხბურთელი, მას რეალში ყოფნა გაუმართლა"

ლივერპულის ლეგენდა: "კაზემირო არ არის და არასდროს ყოფილა კარგი ფეხბურთელი, მას რეალში ყოფნა გაუმართლა"
თარიღი 23 აგვ 2022, 16:54

„ლივერპულის“ ლეგენდამ, გრემ სუნესმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეული, ბრაზილიელი კაზემირო გააკრიტიკა.

„კაზემირო „რეალში“ დიდებული ფეხბურთელების გვერდით თამაშობდა, მაგრამ თავად არ არის დიდებული ფეხბურთელი და არც არასდროს ყოფილა.“, - უთხრა სუნესმა Sky Sports-ს ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებულზე საუბრისას.

„ვფიქრობ, მას გაუმართლა რომ „რეალში“ იყო. კაზემიროს თამაშს არასდროს დავლოდებივარ. ბენზემას და სხვა ფეხბურთელების - კი, მაგრამ კაზემიროს ხილვისგან აღტაცებას არასდროს ვგრძნობდი.

არამგონია, მას კარგი გრძელი პასი ჰქონდეს, არც იმას ვფიქრობ, რომ ის სხვა ფეხბურთელებს, მითუმეტეს როცა გუნდს ბურთი ექნება, უკეთ აათამაშებს.

„რეალი“ და მითუმეტეს ის კონკრეტული ნახევარდაცვა საფეხბურთო ფეხბურთელებით იყო სავსე და ამან გამოაჩინა კაზემირო კარგ ფეხბურთელად.“ - დაასრულა შოტლანდიელმა ექს-ფეხბურთელმა.