ავტორიზაცია

მანჩესტერი აიაქსისთვის 94-მილიონიან შემოთავაზებას ამზადებს, ამსტერდამელები მხოლოდ 100+ ითხოვენ

მანჩესტერი აიაქსისთვის 94-მილიონიან შემოთავაზებას ამზადებს, ამსტერდამელები მხოლოდ 100+ ითხოვენ
თარიღი 23 აგვ 2022, 17:42

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „აიაქსის“ ვინგერის, ენტონის სანაცვლოდ 94 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს.

O Globo-ს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ბრაზილიელ ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.

ამსტერდამელებმა „მანჩესტერისგან“ ენტონის თაობაზე უკვე ორი შემოთავაზება გაისტუმრა უარით, რადგან მხოლოდ 100+მილიონიან შემოთავაზებას განიხილავს.

„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალფრედ სჰროიდერმა, ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა, რადგან მისი თქმით, გუნდში მხოლოდ 100%-ით კონცენტრირებული ფეხბურთელების ხილვა უნდა.

ენტონიმ ბოლო დღეებში „აიაქსის“ ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშზეც უარი თქვა, რადგან კარიერის გაგრძელება „მან იუნაიტედში“ სურს, ოფიციალურად ფეხბურთელი კუნთის ტრავმას იმიზეზებს.

გასულ სეზონში 22 წლის ენტონიმ ერედივიზიის 22 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.