ოფიციალურად: ჩელსიმ მცველი პრემიერ ლიგის გუნდში გაყიდა
„ჩელსის“ მცველი ემერსონ პალმიერი კარიერას „ვესტ ჰემში“ გააგრძელებს.
28 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა „ჩაქუჩებთან“ 4+1-წლიანი სისტემით გააფორმა კონტრაქტი.
„ვესტ ჰემი“ ტრანსფერის თანხას არ ასახელებს, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ჩელსიმ“ ემერსონის სანაცვლოდ 13 მილიონი ფუნტი მიიღო, კიდევ 2 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
გასულ სეზონში ემერსონი იჯარით „ლიონში“ ასპარეზობდა, რომლის მაისურითაც ლიგა 1-ში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების შემადგენლობაში პალმიერი ევროპის ჩემპიონი გახდა და სასტარტოში ადგილი მას შემდეგ მოიპოვა, რაც ლეონადრო სპინაცოლამ მძიმე ტრავმა მიიღო.