ლესტერმა ჩელსის 70-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა, თუმცა ლონდონელები იმედს არ კარგავენ - ფაბრიციო რომანო
„ლესტერმა“ „ჩელსის“ მესამე შემოთავაზება გაისტუმრეს უარით.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა ფრანგი მცველის, უესლი ფოფანას სანაცვლოდ „მელიებს“ 70 მილიონი ფუნტი და რთულად მისაღწევი ბონუსები შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
მიუხედავად ამისა, „ჩელსის“ ხელმძღვანელობისთვის ფოფანა დაცვის გაძლიერების მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება და გუნდს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ტრანსფერი შესაძლებელია.
თავად ფოფანამ „ლესტერის“ ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ გუნდის დატოვებას და „ჩელსიში“ გადასვლას ისურვებდა, თუმცა „მელიებს“ მისი გაყიდვის საჭიროება არ აქვთ და ამიტომ, ბევრად ძვირად აფასებენ.
ამ ზაფხულს „ჩელსიმ“ რუდიგერი და კრისტენსენი დაკარგა, მათ შემცვლელად კი ჯერ მხოლოდ კალიდუ კულიბალი მოიყვანა