ავტორიზაცია

"რონალდუ პრობლემებს არ ქმნის", - ფაბრიციო რომანომ კრიშტიანუს უკმაყოფილების მთავარი მიზეზი დაასახელა

"რონალდუ პრობლემებს არ ქმნის", - ფაბრიციო რომანომ კრიშტიანუს უკმაყოფილების მთავარი მიზეზი დაასახელა
თარიღი 24 აგვ 2022, 00:36

ფაბრიციო რომანომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერიდან“ წასვლის სურვილზე ისაუბრა.

იტალიელმა ინსაიდერმა იუთუბ-არხ The United Stand-თან ისაუბრა, სადაც პორტუგალიელის საკითხს ვრცლად შეეხო:

„ბოლო ორი კვირაა რონალდუზე სიახლეებს ვამოწმებ და ვამოწმებ, მაგრამ მითხრეს, რომ რონალდუ პროფესიონალზე მეტადაც კი იქცევა.

მას პრობლემები ვარჯიშზე არასდროს არ შეუქმნია, უბრალოდ, კრიშტიანუ გამარჯვებულია.

გამარჯვებულის მენტალიტეტი ნიშნავს, რომ თუ მატჩებს ვერ იგებს, ბედნიერი ვერ იქნები, შესაბამისად კრიშტიანუ რონალდუც არ არის ბედნიერი, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.

ასე რომ, კრიშტიანუ „იუნაიტედში“ პრობლემებს თავად ნამდვილად არ ქმნის.“ - აღნიშნა ფაბრიციომ.

რონალდუს „იუნაიტედიდან“ წასვლაზე მთელი ზაფხულია ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად 1 კვირა რჩება და ფეხბურთელი დღემდე „ემიუს“ საკუთრებაა.