ავტორიზაცია

ტენ ჰაგი: "კაზემიროს გააჩნია ის, რაც ჩვენს გუნდში ვარანს და რონალდუსაც აქვთ"

ტენ ჰაგი: "კაზემიროს გააჩნია ის, რაც ჩვენს გუნდში ვარანს და რონალდუსაც აქვთ"
თარიღი 24 აგვ 2022, 11:51

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, გუნდის ახალწვეულზე, კაზემიროზე ისაუბრა.

„ლიდერობაზე ბევრი გვაქვს ნალაპარაკები და „ლივერპულთან“ მატჩში ლიდერობა საკმარისად გვქონდა მოედანზე, კაზემიროც ლიდერია.

მან ეს თამაში კარგად იცის, გამარჯვებებიც არაა მისთვის უცხო. თავის კარიერაში მან იმდენი ტიტული მოიგო, რომ ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს აქვთ ვარანს, კაზემიროს და რონალდუს, გუნდს ასეთი ფეხბურთელები სჭირდება. ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სახელმძღვანელობას მაგვარი იქნებიან, რომლებმაც ჯერ დიდი გამარჯვების გემო არ იციან.“ - აღნიშნა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ კაზემირო „რეალიდან“ „მან იუნაიტედში“ 72+13 მლნ ევროდ გადავიდა.