ავტორიზაცია

"ფენომენია, ჯერ ახლა მოვიდა იტალიაში", - კასანომ ხვიჩა კიდევ ერთხელ შეაქო

"ფენომენია, ჯერ ახლა მოვიდა იტალიაში", - კასანომ ხვიჩა კიდევ ერთხელ შეაქო
თარიღი 24 Aug 2022, 12:02

იტალიელმა ექს-ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეაქო.

„ფენომენია, რომელიც იტალიაში სულ ახლახანს ჩამოვიდა და უკვე ათასი მილი საათში სისწრაფით მიისწრაფის.“ - აღნიშნა იტალიელმა ექს-ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ ამ ზაფხულს „დინამო ბათუმიდან“ გადავიდა და ნეაპოლური გუნდის მაისურით 2 ოფიციალურ შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია ა-ს 2 სადებიუტო მატჩში 4 საგოლე ქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

კასანომ კარიერის მანძილზე 9 კლუბი შეიცვალა, საიდანა არაიტალიური მხოლოდ ერთი იყო (რეალი), საბოლოოდ თამაშს თავი კი 2017 წელს დაანება.