ავტორიზაცია

"დაუხვევს თუ არა თავს ხვიჩას ბოლოდროინდელი წარმატებები?", - კვარაცხელიაზე მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრა

"დაუხვევს თუ არა თავს ხვიჩას ბოლოდროინდელი წარმატებები?", - კვარაცხელიაზე მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრა
თარიღი 24 Aug 2022, 12:16

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი კლუბის, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ექს-მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელის „ნაპოლიში“ კარგი სტარტი შეაფასა.

თავის ორ სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერმა 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ასეთ სწრაფ გახსნას იმას ვუკავშირებ, რომ ხვიჩა თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო და ჯერჯერობით, ამ თავის ნიჭს ძალიან სწორად იყენებს.

ხვიჩა ძალიან შრომისმოყვარეა და თავის საუკეთესო თვისებებს კარგად იყენებს. მთავარია, რომ ნებისმიერ გუნდში ის თავს უფრო და უფრო უკეთ იჩენს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ მას ფეხბურთი ძალიან უყვარს. „ნაპოლიში“ წასვლის გადაწყვეტილება სწორი იყო და ლუჩანო სპალეტი მას კარგად იცნობს.

ინსინიე წავიდა, მაგრამ მოვიდა დაახლოებით იგივე თვისებების მქონე ფეხბურთელი. ხვიჩას უმალვე სასტარტოში ანდეს ადგილი, მან თავი კარგად გამოიჩინა და ნეაპოლის ვარსკვლავი ხდება.“ - აღნიშნა სიომინმა. 

„ხვიჩას მამა - ყოფილი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ის არ მისცემს ზედმეტად გათამამების უფლებას. როგორც ვთქვი, მას ფეხბურთი და ვარჯიში ძალიან უყვარს, ასე რომ პროგრესს აუცილებლად მიაღწევს.“ - დაასრულა რუსმა სპეციალისტმა.