პსჟ-ს ფაბიან რუისის თაობაზე მოლაპარაკებები შეუნელდა და ალტერნატივას მიაგნო
„პსჟ-მ“ ფაბიან რუისის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში ალტერნატიულ ვარიანტს მიაგნო.
პარიზული კლუბი „ნაპოლის“ ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს და მისი შეძენა დაახლოებით 25 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს.
თუმცა, ბოლო დროს მოლაპარაკებები შენელდა. კერძოდ, ნეაპოლელებმა წამოაყენეს ახალი მოთხოვნები და ფეხბურთელის ტრანსფერში მეკარის, კეილორ ნავასის ჩართვას ითხოვენ.
ამის გამო, „პსჟ-მ“ სხვა ვარიანტების განხილვაც დაიწყო და „ვალენსიას“ ნახევარმცველის, კარლოს სოლერის ტრანსფერს განიხილავს.
Marca-ს ინფორმაციით, ესპანური გუნდი მზადაა 25 წლის ფეხბურთელი გაყიდოს, რომელსაც მომდევნო ზაფხულს გუნდთან კონტრაქტი ეწურება, თავად ესპანელიც არ არის „ვალენსიას“ დატოვების წინააღმდეგი.