ავტორიზაცია

სტატისტიკურად ვინ ასრულებს პსჟ-ში ყველაზე კარგად თერთმეტმეტრიანებს?

სტატისტიკურად ვინ ასრულებს პსჟ-ში ყველაზე კარგად თერთმეტმეტრიანებს?
თარიღი 23 Aug 2022, 13:41

გამომდინარე იქიდან, რომ „პსჟ-ში“ ნეიმარსა და კილიან მბაპეს შორის სულ ახლახანს გაუგებრობა იყო, თუ ვის უნდა დაერტყა თერთმეტმეტრიანები, გავარკვიოთ, სტატისტიკურად პარიზული გუნდის რომელი ვარსკვლავი აკეთებს ამას უკეთესად.

სტატისტიკა მოცემულია 2015 წლის აგვიტოს შემდეგ და ნეიმარისა და მბაპეს გარდა, სიას მივამატოთ ლეო მესი და სერხიო რამოსიც, რომლებიც ასევე „პსჟ-ში“ თამაშობენ და პენალტების დარტყმა მათაც საუცხოოდ ეხერხებათ.

მაშ ასე, პენალტების ზუსტად შესრულების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი სერხიო რამოსს აქვს (88%), მეორე ადგილზე ნეიმარი მოდის (84%), მესამეზე კილიან მბაპე (80%), მეოთხეზე კი ლეო მესი (75%).

2015 წლის აგვისტოს შემდეგ, სერხიო რამოსმა კლუბსა და ნაკრებში 32 პენალტი დაარტყა და 28 გაიტანა.

ნეიმარმა ამავე პერიოდში 62 შესრულებული პენალტი გოლად 52 აქცია, კილიან მბაპეს 20 გოლის გასანატად 25 დარტყმა დასჭირდა, ლეო მესიმ კი 59 დარტყმიდან 44 გაიტანა.

მიუხედავად სტატისტიკურად მესამე ადგილზე გასვლისა, „პსჟ-ში“ პენალტების მთავარ შემსრულებლად მბაპე აირჩიეს.