ავტორიზაცია

ყველაზე დიდი სასჯელი პსჟ-ს ერგო - უეფა რამდენიმე ევროპულ ტოპ-კლუბს სჯის

ყველაზე დიდი სასჯელი პსჟ-ს ერგო - უეფა რამდენიმე ევროპულ ტოპ-კლუბს სჯის
თარიღი 24 აგვ 2022, 20:09

ცნობილი გახდა, რა სასჯელი ემუქრებათ კლუბებს, რომლებმაც ფინანსური ფეირ-პლეი დაარღვიეს.

La Repubblica-ს ინფორმაციით, „იუვენტუსი“ და „მილანი“ მცირე ჯარიმებს გადაიხდიან - დაახლოებით 3 და 2 მილიონ ევროს თანმიმდევრულად.

„ინტერის“ და „რომას“ სიტუაცია ცოტა განსხვავებულია, რადგან ისინი ჯერ კიდევ აწარმოებენ მოლაპარაკებებს უეფასთან, ისევე როგორც ფრანგული „მარსელი“ და „მონაკო“.

ამ კლუბებსა და ორგანიზაციას შორის შეთანხმება უახლოეს დღეებში გაფორმდება. თუმცა, აღინიშნება, რომ უეფა „ჯალოროსის“ და „ნერაძურის“ მიმართებაში სატრანსფერო შეზღუდვებსაც შემოიღებს, მათ ელით ასევე მცირე ჯარიმებიც.

ყველაზე მსხვილი ჯარიმის გადახდა „პსჟ-ს“ მოუწევს. სავარაუდოდ, საუბარია 10 მილიონ ევროზე.