ფოტო: ლეო მესი და კილიან მბაპე შეხვდნენ პსჟ-ს ქომაგ ავადმყოფ გოგონას, რომელიც შარშან შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა
„პსჟ-ს“ ვარსკვლავები ლიონელ მესი და კილიან მბაპე გუნდის 8 წლის გულშემატკივარს შეხვდნენ.
რვა წლის კამილას VACTERL-ის სინდრომი აქვს - ჯანმრთელობის დეფექტების შერწყმა, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებს აზიანებს. გოგონას აღენიშნება გულის, ხერხემლის, ფილტვების, ღვიძლის, კიდურების და სხეულის მარცხენა ნაწილის კუნთების განვითარების შეფერხება.
წლის დასაწყისში ბავშვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კილიან მბაპეს „პსჟ-ში“ დარჩენას სთხოვდა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა. „ბრესტის“ კარში (2:0) გატანილი გოლი ფეხბურთელმა სწორედ კამილას მიუძღვნა.
დღეს, მბაპე გოგონას და მის მამას სავარჯიშო ბაზაზე შეხვდა, საჩუქრები გადასცა და სურათებიც გადაიღო, ასევე, გოგონამ გადაიღო ფოტო ლეო მესისთანაც.
ოჯახმა 70-კილომეტრიანი გზა ველოსიპედებით გაიარა, გზად მათ „პსჟ-ს“ ქომაგები ესალმებოდნენ, რომლებიც „პარკ დე პრენსთან“ იყვნენ შეკრებილნი.