ავტორიზაცია

კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში - ხოჭოლავას კარგი მატჩი და მაღალი შეფასება!

კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში - ხოჭოლავას კარგი მატჩი და მაღალი შეფასება!
თარიღი 25 აგვ 2022, 00:55

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ერთმანეთს "კოპენჰაგენი" და "ტრაბზონსპორი" დაუპირისპირდნენ.

ამ გუნდების პირველი მატჩი დანიაში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

განმეორებით მატჩში უპირატესობას თურქები ფლობდნენ, თუმცა გოლი არ გავიდა და "კოპენჰაგენი" ჯგუფში შევიდა.

დანიური კლუბის ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ კარგი მატჩი ჩაატარა და 7.0 შეფასება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაც ითამაშებს.