ჩელსი მილანის ლიდერის სანაცვლოდ 120 მილიონის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს
„ჩელსი“ მზადაა „მილანის“ შემტევში და სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელში 100 მილიონზე მეტი გადაიხადოს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი რაფაელ ლეაუთი ინტერესდება.
„ლურჯები“ მზად არიან, პორტუგალიის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ამჟამად „მილანს“ ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა არაა გამორიცხული, ასეთ სარფიან შემოთავაზებაზე უარი ვერ თქვას და ლეაუ „სტემფორდ ბრიჯზე“ ვიხილოთ.
გასულ სეზონში პორტუგალიელმა „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 42 მატჩში 14 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.