ჩელსის შემტევი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს - ფაბრიციო რომანო
„ჩელსის“ ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ-ოდოი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 21 წლის ნახევარმცველი იჯარის წესით ლევერკუზენის „ბაიერში“ გადაბარგდება.
იქამდე, ოდოიმ სამი ინგლისური კლუბისგან უარყო იჯარის შემოთავაზება და პრიორიტეტი „ლევერკუზენს“ მიანიჭა.
უდიდესი ალბათობით, ინგლისელის ტრანსფერი გერმანულ კლუბში ამ კვირის ბოლომდე დაიხურება.
გასულ სეზონში ჰადსონ ოდოიმ პრემიერ ლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.