ავტორიზაცია

"ნგოლოს შეცვლა რთულია", - ტუხელის თქმით, ჩელსიმ კანტე ხანგრძლივი ვადით დაკარგა

"ნგოლოს შეცვლა რთულია", - ტუხელის თქმით, ჩელსიმ კანტე ხანგრძლივი ვადით დაკარგა
თარიღი 26 Aug 2022, 20:34

„ჩელსის“ ნახევარმცველი ნგოლო კანტე ტრავმის გამო მინიმუმ ოთხ კვირას გამოტოვებს.

ამის შესახებ ლონდონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა განაცხადა.

„კვირებზეა საუბარი, ჩვენ ის ოთხ კვირაზე მეტით დავკარგეთ.

ნგოლოს შეცვლა რთულია, ის უნიკალურია. მაგრამ, ჩვენს ფეხბურთელებს ვენდობით, ამიტომ სათამაშო სისტემა დარჩება იგივე, როგორიც იყო.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

საფრანგეთის ნაკრების საყრდენმა ტრავმა „ტოტენჰემთან“ პრემიერ ლიგის მე-2 ტურში მიიღო, როცა ბარძაყი დაიზიანა.