ავტორიზაცია

აიაქსმა მანჩესტერის 90-მილიონიანი შეთავაზებაც დაბლოკა - ფაბრიციო რომანო

აიაქსმა მანჩესტერის 90-მილიონიანი შეთავაზებაც დაბლოკა - ფაბრიციო რომანო
თარიღი 26 აგვ 2022, 22:53

„მანჩესტერ სიტი“ „აიაქსთან“ ენტონის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჰოლანდიურმა კლუბმა მანკუნიანელთა მორიგი შემოთავაზება გაისტუმრა უარით.

როგორც ირკვევა, „მანჩესტერი“ „აიაქსს“ 22 წლის ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ამსტერდამელებმა აღნიშნული შეთავაზება დაუყონებლივ დაბლოკეს.

„აიაქსისთვის“ 90 მილიონი საკმარისი არ არის, რაც ენტონის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მან კლუბს კატეგორიულად აღუნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი - „მანჩესტერ იუნაიტედია“.

მიუხედავად მორიგი უარისა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ „მანჩესტერი“ სავარაუდოდ კვლავ გააქტიურდება და „აიაქსს“ მორიგი შეთავაზებით მიმართავს, ხოლო რა პასუხს გასცემენ ამსტერდამელები ამის შემდეგ, ჯერ უცნობია.