ავტორიზაცია

რონალდუს ამჟამად ერთადერთი რეალური ვარიანტი აქვს, თუმცა აგენტი სხვებსაც ეძებს

რონალდუს ამჟამად ერთადერთი რეალური ვარიანტი აქვს, თუმცა აგენტი სხვებსაც ეძებს
თარიღი 26 აგვ 2022, 23:02

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება ჯერ კიდევ სურს.

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ამჟამად, პორტუგალიელს ერთადერთი რეალური ვარიანტი აქვს - „სპორტინგში“ დაბრუნება.

თუმცა, აგენტი ჟორჟე მენდეში ფეხბურთელისთვის სხვა ვარიანტებსაც ეძებს და იმედი აქვს, რომ აგვისტოს დასრულებამდე პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში მოაწყობს.

„სპორტინგიც“ ასპარეზობს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, თუმცა რონალდუს ამბიციები მის მშობლიურ კლუბს აღემატება და ლისაბონში დაბრუნებას ჯერ არ განიხილავს.

ბოლო ვარიანტი, რომელიც მენდეშმა მოსინჯა - რონალდუს შეთავაზება იყო „ნაპოლისა“ და „მილანისთვის“, თუმცა ეს კლუბები ჯერჯერობით პორტუგალიელის დამატებას არ განიხილავენ.