ავტორიზაცია

"აიაქსიდან წასვლა მინდა, სარეკორდო თანხად გაყიდვას ვითხოვ, მაგრამ კლუბი უარზეა", - ენტონი ღიად ალაპარაკდა

"აიაქსიდან წასვლა მინდა, სარეკორდო თანხად გაყიდვას ვითხოვ, მაგრამ კლუბი უარზეა", - ენტონი ღიად ალაპარაკდა
თარიღი 27 აგვ 2022, 00:47

„მანჩესტერ იუნაიტედის“ სამიზნე, ბრაზილიელი ენტონი, „აიაქსიდან“ წასვლის სურვილზე ღიად ალაპარაკდა.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ამსტერდამულმა კლუბმა „მან იუნაიტედისგან“ 90-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა.

რა მოხდა დღეს, პარასკევს?

დღეს კლუბთან შეხვედრაზე წასვლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოვთქვი, ამჯერად მაგიდაზე სოლიდური შემოთავაზებაც დევს. „აიაქსმა“ უარი თქვა და ის მოიმიზეზა, რომ მათ ჩემ შესაცვლელად მხოლოდ 5 დღე აქვთ დარჩენილი.

რატომ არ გიშვებს „აიაქსი“?

„აიაქსისგან“ გაშვებას არ ვითხოვ, გაყიდვას ვითხოვ, თანაც ერედივიზიის ფეხბურთელისთვის სარეკორდო თანხის სანაცვლოდ. ამ სურვილს თებერვლიდან გამოვთქვამ, რათა კლუბს გუნდის გადაწყობა თავისუფლად შესძლებოდა. ისინი ამისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ, რადგან თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს 2-წლიანი პროექტი იყო.

როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები?

თებერვალში ჩემი აგენტები ამსტერდამში ჩამოფრინდნენ და „აიაქსს“ წასვლის და ახალი გამოწვევების მიღების სურვილი გამოუთქვეს. კლუბს ვუთხარით, რომ იქნება დაინტერესებული კლუბები და ამასთან ერთად კარგი შემოთავაზებებიც.

რა უთხარი კლუბს?

სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში შეხვედრები გრძელდებოდა და მე „აიაქსისგან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემოთვაზება მივიღე, მაგრამ კატეგორიულად დავსვი საკითხი, რომ წასვლა მინდა.“ - აღნიშნა ენტონიმ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში.