რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი?
კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელად ვიხილოთ.
იტალიელი ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში დაჟინებით ითხოვს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 37 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ნეაპოლურ გუნდში გაუშვას.
არ არის გამორიცხული, ტრანსფერში ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენიც ჩართონ, თუმცა ასეთ შემთხვევაში „მანჩესტერს“ საკმაოდ სოლიდური თანხაც ექნება დასამატებელი, რადგან „ნაპოლი“ თავის შემტევს 100+ მილიონ ევროდ აფასებს.
ტრანსფერის ალბათობას ის ამცირებს, რომ ამჟამად „იუნაიტედი“ ბრაზილიელი ენტონის ტრანსფერზეა კონცენტრირებული, რომლის სანაცვლოდაც გუშინ „აიაქსს“ 90 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ეს შეთავაზება დააუარეს.
„ნაპოლი“ ოსიმენს მხოლოდ 100+ მილიონ ევროდ შეელევა, თუმცა თავად ნიგერიელი ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ის არ იყიდება და გუნდში აუცილებლად დარჩება.
ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე მხარეებს შორის არც მოლაპარაკებები და არც კონტაქტები არ მიმდინარეობს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი 5 დღეა დარჩენილი.