ავტორიზაცია

ხანგრძლივი წაუგებელი სერია - უკანასკნელად როდის დამარცხდა მილანი სერია ა-ში?

ხანგრძლივი წაუგებელი სერია - უკანასკნელად როდის დამარცხდა მილანი სერია ა-ში?
თარიღი 28 აგვ 2022, 10:33

სერია ა-ს მესამე ტურში იტალიის ჩემპიონმა „მილანმა“ „ბოლონიას“ საკუთარ კედლებში 2:0 მოუგო.

ამ გამარჯვებით „როსონერიმ“ იტალიის ჩემპიონატში წაუგებელი სერია უკვე 19 მატჩამდე გაზარდა.

უკანასკნელად, გუნდი 17 იანვარს „სპეციასთან“ 1:2 დამარცხდა, მას შემდეგ კი 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 ფრე ითამაშა და 13-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა.

ეს სეზონი პიოლის გუნდმა 2 გამარჯვებით და 1 ფრით დაიწყო, რის შედეგედაც 7 ქულა აქვს აქტივში.

შემდეგ შეხვედრას „როსონერი“ 30 აგვისტოს „სასუოლოს“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.