ავტორიზაცია

ლოკომოტივს დიდ სენსაციამდე ცოტა დააკლდა

ლოკომოტივს დიდ სენსაციამდე ცოტა დააკლდა
თარიღი 28 აგვ 2022, 12:07

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტური შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივი" საქართველოს ჩემპიონს ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდა და დიდ სენსაციამდე ცოტა დააკლდა.

"რკინიგზელები" 52-ე წუთზე თორნიკე ძებნიაურმა დააწინაურა. შეხვედრაში წონასწორობა აღდგენა ბათუმელებმა მატჩის მიწურულს 86-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას გოლით მოახერხეს (1:1).

აღსანიშნავი ფაქტია, რომ აჭარულ გუნდს ერთადერთხელ ჩემპიონატის მე-3 ტურში გორის "დილასთან" დამარცხდნენ. "ლოკომოტივმა" ამ ფრით 5-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ფრე ითამაშა.

ბათუმის "დინამომ" ორი ქულის დაკარგვით თბილისის "დინამოსთან" უპირატესობა 7 ქულამდე შეამცირა. "ლოკომოტივი" 4 ქულა აქვას და მე-9 ადგილზე მყოფ გაგრას 20 ქულით ჩამორჩება.