ავტორიზაცია

როგორც იქნა! მანჩესტერმა ნანატრი 100-მილიონიანი ტრანსფერი დახურა

როგორც იქნა! მანჩესტერმა ნანატრი 100-მილიონიანი ტრანსფერი დახურა
თარიღი 29 აგვ 2022, 00:27

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნანატრი ტრანსფერი დახურა.

ფაბრიციო რომანოს და სხვა ავტორიტეტული ჟურნალისტების ინფორმაციით, „აიაქსის“ ბრაზილიელი შემტევი, ენტონი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

„წითელი ეშმაკები“ 22 წლის შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდიან, რომელშიც სხვადასხვა ბონუსები და სხვა გადახდებიც იქნება გათვალისწინებული.

„ემიუსთან“ ენტონი კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ცნობისთვის, „აიაქსი“ ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებდა და „მანჩესტერის“ რამდენიმე შეთავაზებაც დაბლოკა, თუმცა გადამწყვეტი ფეხბურთელის სურვილი აღმოჩნდა, რომელიც ტრანსფერს დაჟინებით ითხოვდა და საბოლოოდ, ამსტერდამელები დაიყოლია, რომ „იუნაიტედს“ დათანხმდნენ.