დოდო უშეცდომოდ ედგა: როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?
იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ფიორენტინას" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
კვარამ 60 წუთი ითამაშა, თუმცა მეტოქე გუნდის მცველებმა ის და მისი თანაგუნდელები კარგად გაანეიტრალეს.
საბოლოოდ, კვარაცხელიამ 6,4 შეფასება დაიმსახურა.