ავტორიზაცია

ოფიციალურად: ანდრეა ბელოტი რომას ფეხბურთელია

ოფიციალურად: ანდრეა ბელოტი რომას ფეხბურთელია
თარიღი 29 აგვ 2022, 11:08

"რომამ" იტალიის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი დაიმატა. 

"ჯალოროსის" ვებ-გვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ბელოტი რომაულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის 11-ნომრიან მაისურს მოირგებს.

"რომას ამბიციები ყველასთვის ნათელია და მეც დამაინტერესა. მინდა, კარიერის ახალ ეტაპზე განვითარება გავაგრძელო და ბედნიერი ვარ, რომ ამის გაკეთება "რომაში" შემიძლია. ახლა მოუთმენლად ველოდები კლუბის ჰიმნის სტადიონზე მოსმენას, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე", - განაცხადა ბელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბელოტი 2015 წლიდან "ტორინოს" რიგებში გამოდიოდა, სადაც 251 მატჩში 113 გოლი გაიტანა.