ავტორიზაცია

ფოტო: ლეო მესი გაკვირვებული დარჩა, რომ მოედნიდან დროზე ადრე გაიყვანეს

ფოტო: ლეო მესი გაკვირვებული დარჩა, რომ მოედნიდან დროზე ადრე გაიყვანეს
თარიღი 29 Aug 2022, 22:05

„მონაკოსთან“ მატჩში ლეო მესი ცვლილებით უკმაყოფილო დარჩა.

არგენტინელი ლიგა 1-ს მეოთხე ტურის მატჩში სასტარტოში გამოჩნდა 87-ე წუთზე კი, როცა „პსჟ-ს“ მოსაგებად გოლი სჭირდებოდა, კრისტოფ გალტიემ მისი შეცვლა პაბლო სარაბიათი გადაწყვიტა.

კამერამ დააფიქსირა მომენტი, რომ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის შემდეგ, ლეოს თანაგუნდელმა რაღაც ჰკითხა, რაზეც არგენტინელმა გაკვირვებული მიმიკით უპასუხა.

ლიგა ერთის ამ სეზონში მესიმ 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.