სრული იმედგაცრუება და არანაირი მოლოდინი - რეალში აზარზე ხელი ჩაიქნიეს
მადრიდის „რეალში“ ედენ აზარით იმედგაცრუებულები არიან.
Marca-ს ინფორმაციით, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა ბელგიელი ფეხბურთელისგან არაფერს აღარ ელის. „რეალის“ ბოსები მიიჩნევენ, რომ აზარის საუკეთესო ფორმა წარსულს ჩაბარდა და რომ ის მას ვეღარასდროს ვეღარ დაიბრუნებს.
მიუხედავად უთამაშებლობისა, ედენი „რეალის“ გასახდელში სიტუაციას არასდროს ძაბავდა ან რევდა, რის გამოც მას გუნდში დიდ პატივს სცემენ.
ბელგიელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ „მადრიდიდან“ წასვლა არ სურს, თუმცა რომც ნდომობა, ეს შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ამ ზაფხულს „რეალს“ აზარის თაობაზე არანაირი შემოთავაზება არც მიუღია.
ამ სეზონში ბელგიელი ლა ლიგის მეორე ტურის მატჩში „სელტასთან“ გამოჩნდა მოედანზე და 4:1-ზე კარიმ ბენზემამ პენალტის შესრულების უფლებაც დაუთმო, თუმცა მან მეკარეს ვერ აჯობა.