ავტორიზაცია

არ ფიქრობს, რომ მისი ბრალია - რატომ დააკლეს რონალდუს ხელფასი მანჩესტერ იუნაიტედში?

არ ფიქრობს, რომ მისი ბრალია - რატომ დააკლეს რონალდუს ხელფასი მანჩესტერ იუნაიტედში?
თარიღი 29 აგვ 2022, 22:22

სხვა მიზეზებთან ერთად, კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ხელფასის დაკლებითაც უკმაყოფილოა.

კლუბი გასული სეზონის შედეგად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, ფეხბურთელს კი კონტრაქტში ჰქონდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მონაწილეობას ვერ გაინაღდებდა, მისი ხელფასი კვირაში 480 ათასი ფუნტიდან 360 ათასამდე შემცირდებოდა.

The Times-ის ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა, რადგან ფიქრობს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა მის გამო არ დარჩენილა და მან ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა.

გარდა ამისა, რონალდუს არ მოეწონა, რომ ერიკ ტენ ჰაგმა, „ბრენტფორდთან“ 0:4 წაგების შემდეგ, საკუთარი ფეხბურთელებით უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა, რაც „აიაქსში“ მუშაობის ხუთწლიან პერიოდში არასდროს გაუკეთებია.

The Times წერს, რომ სწორედ ამ მატჩის შემდეგ გახდა ტენ ჰაგი რონალდუს გაყიდვის მომხრე, რის შემდეგაც პორტუგალიელი პრემიერ ლიგის ორ მატჩში თადარიგში დატოვა.

თავად კრიშტიანუს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება სურს, მაგრამ მისი აგენტი, სხვადასხვა მიზეზებით, მისთვის ახალი გუნდის მოძიებას ვერ ახერხებს.