ავტორიზაცია

ნაპოლი რონალდუს დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს - კვარა და კრიშტიანუ ერთ გუნდში მართლა რეალურია?!

ნაპოლი რონალდუს დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს - კვარა და კრიშტიანუ ერთ გუნდში მართლა რეალურია?!
თარიღი 29 აგვ 2022, 21:46

„ნაპოლი“ მზადაა კრიშტიანუ რონალდუ დაიმატოს.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ნეაპოლელთა ხელმძღვანელობა ჟორჟე მენდეშს გაესაუბრა. მათ სურთ რონალდუ სრულფასოვანი ტრანსფერით დაიმატონ, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, 37 წლის ფეხბურთელის იჯარასაც განიხილავენ.

„ნაპოლის“ თავდაპირველი მიზანია რონალდუს შეძენა, მაგრამ თუ ამ ტრანსფერის გაჩარხვისთვის საკმარისი დრო აღარ არის, მაშინ ისინი ერთწლიან იჯარაზე იმუშავებენ.

იწერებოდა, რომ „მანჩესტერს“ რონალდუს ვიქტორ ოსიმენში გაცვლა სურს, თუმცა ამ ბარტერში „იუნაიტედს“ სოლიდური თანხის დამატება მოუწევს, რამეთუ ნეაპოლელები ნიგერიელს 100+ მილიონ ევროდ აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, „ლივერპულს“ და „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება, სერია ა-ში კი გუნდს სამი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს.