ავტორიზაცია

"კვარაცხელიას საქართველოს გზავნილი მხრებზე აქვს, მაგრამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს ",- ლუჩიანო სპალეტი

"კვარაცხელიას საქართველოს გზავნილი მხრებზე აქვს, მაგრამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს ",- ლუჩიანო სპალეტი
თარიღი 29 Aug 2022, 09:33

გუშინ, სერია A-ს მე-3 ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ფიორენტინას" დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთ ქულას გამორჩა 0:0.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 60 წუთი დაჰყო და ლუჩიანო სპალეტიმ ელიფ ელმასით შეცვალა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა.

"როგორც შეუძლია ისე ვერ ითამაშა. ხშირად ზედმემტად ატარებდა ბურთს, რიგ მომენტებში კი ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდა. მაგრამ, პასი ლოზანოზე. არის მომენტები რომელთა გამოუყენებლობა არ შეიძლება.

ის ახალგაზრდაა და აქვს სურვილი, რომ გაიბრწყინოს, გარდა ამისა, მხრებზე აქვს თავისი ერის, საქართველოს გზავნილი. ახლა ცოტათი დაძაბულია, რადგან თავისი ღირებულების ერთიანად ჩვენება სურს, მაგრამ მშვიდად უნდა იყოს და დაელოდოს შესაფერის მომენტს, რათა ყველას დაანახოს, რომ ნებისმიერი გუნდთან სატამაშოდ მზადაა“, - განაცხადა სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე საუბრისას.

"ნაპოლის“ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბურთების უკეთესი ბალანსით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 31 აგვისტოს, "ლეჩეს“ უმასპინძლებს.