კეილორ ნავასი პსჟ-სთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და შესაძლოა, კვარას თანაგუნდელი გახდეს
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ, კეილორ ნავასი „პსჟ-ს“ დატოვებასთან ახლოსაა.
იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კოსტარიკელის აგენტი ჟორჟე მენდეში პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
თუ ასე მოხდა, ნავასს „პსჟ-ს“ დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება და ნებისმიერ გუნდს უფასოდ შეუერთდება.
35 წლის მეკარეს საფრანგეთის ჩემპიონებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და იმისთვის, რომ გუნდი დატოვოს, ნავასს „პსჟ-სთან“ 1.5-წლის ხელფასის სრულად აღება სურს.
„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ ღიად დაადასტურა, რომ ამ სეზონიდან გუნდის პირველი გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა იქნება, რის გამოც კოსტარიკელს მეორე მეკარეობით მოუწევს დაკმაყოფილება.
იწერება, რომ ნავასის დამატებით „ნაპოლი“ ინტერესდება.