ავტორიზაცია

პსჟ კანტეს აკვირდება, რომელსაც კონტრაქტი 2023 წელს ეწურება - რატომ არ სთავაზობს ჩელსი ფრანგს გახანგრძლივებას?

პსჟ კანტეს აკვირდება, რომელსაც კონტრაქტი 2023 წელს ეწურება - რატომ არ სთავაზობს ჩელსი ფრანგს გახანგრძლივებას?
თარიღი 29 Aug 2022, 23:03

„პსჟ“ ნგოლო კანტესთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული.

The Times-ის ინფორმაციით, პარიზელები „ჩელსის“ ფეხბურთელის კონტრაქტის სიტუაციას აკვირდებიან, რომელიც 2023 წლის ზაფხულში იწურება.

ამის გამო, ნებისმიერ კლუბს კანტესთან მოლაპარაკებების წარმოება 2023 წლის 1 იანვრიდან „ჩელსისგან“ დამოუკიდებლად შეეძლება და წინასწარი კონტრაქტის გაფორმებაც ნებადართული იქნება.

კანტე „პსჟ-ს“ ინტერესებში დიდი ხანია იმყოფება, გუნდი მის გადაბირებას ჯერ კიდევ 2018 წელ სცდილობდა.

„ჩელსის“ მწვრთნელს თომას ტუხელს სურს, რომ კანტესთან კონტრაქტი გახანგრძლივდეს, მაგრამ ამავდროულად იმასაც ხვდება, რომ ფრანგ ფეხბურთელს ლონდონური კლუბი არ შესთავაზებს სასწაულ პირობებს, მისი ასაკიდან (31 წლის) და ხშირი ტრავმიანობიდან გამომდინარე.

კერძოდ, ტრავმების გამო კანტემ გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მხოლოდ 26 მატჩში ითამაშა და ახლაც ტრავმირებულია.