ავტორიზაცია

ტოტენჰემი ატლეტიკოს შემტევით ინტერესდება, მადრიდელებს გაყიდვა არ სურთ

ტოტენჰემი ატლეტიკოს შემტევით ინტერესდება, მადრიდელებს გაყიდვა არ სურთ
თარიღი 29 აგვ 2022, 23:15

ბელგიელმა ნახევარმცველმა იანიკ ფერეირა კარასკომ შესაძლოა აგვისტოს ბოლომდე „ატლეტიკო მადრიდი“ დატოვოს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს „ტოტენჰემი“ აწარმოებს, მისი სათამაშო სტილი ანტონიო კონტეს დიდი ხანია მოსწონს.

კარასკოს გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შეთანხმება ლონდონელთათვის გაცილებით მისაღები პირობებით დაიხურება, დაახლოებით 30 მილიონი ევროს ფარგლებში.

თუმცა, ჟურნალისტი რუბენ ურია ამტკიცებს, რომ ესპანურ გუნდს ნახევარმცველის გაყიდვა არ სურს და მკაცრად დგას თავის პოზიციაზე: კარასკოს შეძენა მხოლოდ მისი გამოსასყიდვის გადახდით არის შესაძლებელი.