ავტორიზაცია

"მათმა მეკარემ თითქმის ყველაფერი მოიგერია ",- იან ობლაკი გიორგი მამარდაშვილზე

"მათმა მეკარემ თითქმის ყველაფერი მოიგერია ",- იან ობლაკი გიორგი მამარდაშვილზე
თარიღი 30 Aug 2022, 08:13

ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტური "ვალენსიას" და "ატლეტიკოს" დაპირისპირებით დასრულდა, მადრიდელებმა ანტუან გრიზმანის ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვეს.

სტუმრებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის 6 დარტყმა მოიგერია. Sofascore-მა 21 წლის მეკარეს ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი (7.5) შეფასება დაუწერა. მატჩის შემდეგ ქართველის თამაში სლოვენიელთა მეკარემ იან ობლაკმაც შეაფასა.

"მეორე ტაიმში ჩვენ უკეთესები ვიყავით, გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ მათმა მეკარემ თითქმის ყველაფერი მოიგერია და ვალენსიას დაეხმარა ბოლომდე თამაშში დარჩენილიყო", - აღნიშნა სლოვენიელმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი ტურის შეხვედრაში "ღამურები" 4 სექტემბერს "ხეტაფეს" დაუპირისპირდებიან.