"დამშვიდობების დრო მოვიდა",- დავითაშვილმა ბათუმის დინამო დატოვა
ზურიკო დავითაშვილმა ბათუმის "დინამო" დატოვა. ინფორმაციას თავად ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს და გულშემატკივარს განცხადებით მიმართავს.
"მოგესალმებით. მოვიდა დრო, როცა მიწევს დამშვიდობება დინამო ბათუმთან. ამ გუნდში ჩემი ცხოვრების ძალიან პატარა პერიოდი გავატარე, თუმცა რამდენიმე თვემ ცხოვრებაში ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა. ის, რაც ბათუმში ყოფნის პერიოდში ხალხისგან ენერგიად მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება.
დიდი მადლობა ბათუმის დინამოს ყველა წევრს, Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club-ს და ყველა გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ ზაფხულში თქვენი გახარება ევროტურნირების მატჩებში, თუმცა დარწმუნებული ვარ, დინამო ბათუმი გააგრძელებს წარმატებით წინსვლას და გაახარებს ქართველ ხალხს“, - დაწერა დავითაშვილმა სოციალურ ქსელში.
21 წლის შემტევს არ დაუკონკრეტებია თუ სად გააგრძელებს კარიერას. როგორც ფრანგული L'EQUIPE იტყობინება, უდiდესი ალბათობით, დავითაშვილის ახალი კლუბი ფრანგული "ბორდო" იქნება.